ზელენსკი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

ზელენსკი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"ჩვენ განვიხილეთ NATO-ს წევრ ქვეყნებთან კოორდინაცია, რათა განვითარდეს ერთობლივი პოზიცია ომის დასრულებაზე და რუსეთზე ზეწოლა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ. ამის ერთ-ერთი მთავარი პირობა უნდა იყოს უკრაინის უსაფრთხოების საიმედო გარანტიები.

მადლობელი ვარ ჩვენი სახელმწიფოს ურყევი მხარდაჭერისთვის და ბრიუსელში რამშტეინის ფორმატისა და NATO-უკრაინის საბჭოს შეხვედრებისთვის. ჩვენ ველით, რომ ყველა მიღებული გადაწყვეტილება შესრულდება, რაც შეიძლება მალე", - წერს ზელენსკი.

14 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არ სურს ისტორიაში შევიდეს, როგორც ადამიანი, რომელიც პუტინს საკუთარი ქვეყნის (უკრაინის) ოკუპაციაში დაეხმარა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის აუცილებლობას და განაცხადა, რომ მიუნხენში სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა შეუძლებელია.