ზარნაძე: ვისაც რემონტი გაუკეთებია, ვერ ნახავთ, არ ეთქვას - ნერვების შლის გარეშე გავაკეთეო

პრობლემა იცით რაშია?! გადახედეთ ერთმანეთს, ვისაც ელემენტარული სახლის რემონტი გაუკეთებია, ერთ ადამიანსაც ვერ ნახავთ, რომ თქვას: - წვალების და ნერვების შლის გარეშე გავაკეთეო. აი, ეს არის პრობლემა. კი მწარეა, მაგრამ რეალობაა, ვერსად გავექცევით!

ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საკრებულოს დეპუტატი წერეთლის გამზირზე გაჭიანურებულ რეაბილიტაციას.