ზარქუა: ესტონეთის მინისტრს, ცანკას თუ ვიღაცას [მივმართავ] - უკან გაიკეთე ეგ შენი სანქცია

რა მორალით, რა პრინციპით, რა ღირებულებებით გველაპარაკებით და კიდევ გვასანქცირებთ?! თან ვის - ლაშა ტალახაძეს და ვიქტორ სანიკიძეს, მსოფლიოში აღიარებულ და დამსახურებულ ადამიანებს. მე მაინც, ერთი მინდა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ცანკას თუ ვიღაცას [მივმართო], ვინც დაგვიწესა ეს სანქციები - უკან გაიკეთე ეგ შენი სანქცია, სიყვარულით და პატივისცემით წალენჯიხიდან.

ამბობს ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის ე.წ. დეპუტატი ირაკლი ზარქუა რუსთავი 2-თან ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებაზე საუბრისას. ირაკლი ზარქუა ერთ-ერთია, რომელსაც ესტონეთმა სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესა. სანქციების შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტმა, მარგუს ცაჰკნამ გამოაცხადა.