ზარქუა: ამ ხელმოცარულებს, ამ რადიკალებს პირადი მტრობა აქვთ ბატონ ფარცხალაძესთან

ამ ხელმოცარულებს, ამ რადიკალებს პირადი მტრობა აქვთ ბატონ ფარცხალაძესთან, რატომ - ფარცხალაძე იყო ადამიანი, ვინც დაიწყო ამ მწვალებლების ციხეში ჩასმა. მაგათ დროს მუშაობდა, ანგელოზი იყო, ახლა როცა საერთოდ არ აქვს შეხება, არ არის საჯარო სამსახური, აღმოჩნდა პრობლემა. ეს არის პირადი შურისძიება რადიკალების ამ ადამიანზე, პროკურატურაზე.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი. 14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.