
ირანული მედიის თანახმად, ირანმა გერმანიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ელჩები გაიწვია. მედია წერს, რომ ირანელი დიპლომატები სამშობლოში კონსულტაციების მიზნით დაბრუნდებიან.
ირანმა გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების გაწვევის მიზეზად მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები დაასახელა, რომლებიც ირანის წინააღმდეგო გაერო-ს სანქციების აღდგენის მცდელობას უკავშირდება.
თეირანმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 26 სექტემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭომ ირანის წინააღმდეგ სანქციების გადავადებას მხარი არ დაუჭირა.
გასულ თვეს გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის მექანიზმი აამოქმედეს, რადგან, მათი განცხადებით, თეირანი ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებას არღვევს.