
ფორმულას ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4 არასრულწლოვანი გაიტაცეს.
ფორმულასთან ერთ-ერთი გატაცებულის მამა ბესო სიდამონიძე ამბობს, რომ გატაცებულთა ასაკი 10 წელს არ აღემატება.
მისივე თქმით, არასრულწლოვნების გატაცების შესახებ ინფორმაცია ორმა მოაზრდმა მიაწოდა, რომლებმაც საოკუპაციო ხაზიდან გამოქცევა მოახერხეს.
ფორმულა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დეტალებს არკვევს.