სუს: ბავშვები ჩვენთან და უსაფრთხოდ არიან

სუს: ბავშვები ჩვენთან და უსაფრთხოდ არიან

"ბავშვები ჩვენთან და უსაფრთხოდ არიან", - ასე უპასუხეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ფორმულას კითხვას ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენიდან გატაცებული 4 არასრულწლოვანის შესახებ.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4 არასრულწლოვანი გაიტაცეს.

ფორმულასთან ერთ-ერთი გატაცებულის მამამ ბესო სიდამონიძემ თქვა, მათი ასაკი 10 წელს არ აღემატება.

მისივე თქმით, არასრულწლოვნების გატაცების შესახებ ინფორმაცია ორმა მოაზრდმა მიაწოდა, რომლებმაც საოკუპაციო ხაზიდან გამოქცევა მოახერხეს.