თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის ქუჩებში ყოველდღიური მორეცხვის სამუშაოები დაიწყო.
როგორც კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მთელი ზაფხულის განმავლობაში სისტემატურად მოირეცხება ცენტრალური და მეორეხარისხოვანი გზები, საერთო ჯამში, 100-მდე ქუჩა.
"სამუშაო პროცესში ჩართული იქნება „თბილსერვის ჯგუფის“ 20 ერთეული ტექნიკა. მორეცხვის სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება. თავისთავად ამინდზე ვართ დამოკიდებული და შესაბამისად, სამუშაოები ამინდის გათვალისწინებით ჩატარდება", - განაცხადა კახა კალაძემ.