სიცილს ვიკავებ, რადგან მართლაც სასაცილოა. მეორეს მხრივ თემა მართლაც ძალიან სერიოზულია, მაგრამ კომიკურად გამოიყურება. წარმოიდგინეთ რომ იგივე დღეებში შეერთებული შტატები ღელავს დემონსტრანტების ბედზე საქართველოში, და თან ასისხლიანებს საკუთარ მომიტინგეებს. საქმე ეროვნული გვარდიის ჩარევამდე არ მისულა, თორემ უკვე ყველანაირ ზომას მიმართეს. გამოდის, რომ ეს სტანდარტი კი არა, დიქოტომიაა. ისინი უპირატესობას ანიჭებენ მომიტინგეების მხარდაჭერას მთელს მსოფლიოში, მაგრამ როდესაც საკუთარ დემონსტრანტებზეა საუბარი ქვეყნის შიგნით, გამართულად მუშაობს სადამსჯელო მანქანა.
აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა.