ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, "რუსეთის ურთიერთობა განსხვავდება იმ ურთიერთობისგან, რომელიც საქართველოს ჩინეთთან გააჩნია".
"რუსეთს თავისი ურთიერთობები აქვს ჩინეთთან, საკმაოდ სპეციფიური, აბსოლუტურად განსხვავდება იმ ურთიერთობებისგან, იმ ინტერესებისგან, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ჩინეთთან ორმხრივ ურთიერთობაში", - თქვა ვოლსკიმ.
გუშინ ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.
დელეგაცია პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან გია ვოლსკი, ირაკლი ჩიქოვანი, ნიკოლოზ სამხარაძე, დავით სონღულაშვილი, ნინო წილოსანი და ვიქტორ სანიკიძე.
ქართული ოცნების წევრების ჩინეთში ვიზიტი 14 იანვრიდან 20 იანვრამდე გაგრძელდება.