ვოლსკი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებაზე: ეს დემარში შეუსაბამო და შეუფერებელია

ეს დემარში ზოგადად საქართველოს მიმართ, გინდაც მიღებაზე მიწვევა-არმიწვევის საკითხი, გინდაც ასეთი აშკარა და ღია მხარდაჭერა კოლექტიური ნაცმოძრაობისადმი არის აბსოლუტურად შეუსაბამო, შეუფერებელი იმ პოლიტიკასთან, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია.

ამბობს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისთვის ჯო ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით.