ვოლსკი ივანიშვილზე: ძალიან კარგი, თუ მდიდარია

არც ერთი თეთრი არ აქვს დახარჯული იმისათვის, რომ რაღაცა პირადი გამორჩენა მიეღო. არც ფული მოუპარავს ბიუჯეტიდან, ღმერთმა დაიფაროს და უშველებელია სია იმ სიკეთეების, რაც ქვეყანას გაუკეთა.

[...] ბიძინა ივანიშვილი თურმე მდიდარი რომ არის, ეს არის ცუდი. ძალიან კარგი, თუ მდიდარია. თუ კიდევ უფრო გამდიდრდება, კიდევ უფრო მეტ პროგრამას განახორციელებს ჩვენი ქვეყნისათვის.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ბიძინა ივანიშვილზე.

Bloomberg-ის მონაცემებით, ივანიშვილის ქონება გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს, $7.30 მილიარდს შეადგენს.