
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში, ლონდონში ჩავიდა.
დაუნინგ სტრიტზე უკრაინის პრეზიდენტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დახვდა.
მედიის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, ადგილზე იმყოფება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი.
ლიდერები უკრაინაში ომის დასრულების გზებზე იმსჯელებენ.