უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხორვატიაში ქვეყნის პრემიერმინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან შესახვედრად ჩავიდა, სადაც უკრაინა-სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის მესამე სამიტში მონაწილეობას მიიღებს.
"მე ჩავედი ხორვატიაში პრემიერმინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან და რეგიონის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან შესახვედრად და უკრაინა-სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის მესამე სამიტში მონაწილეობის მისაღებად.
პრემიერმინისტრ პლენკოვიჩთან ერთად განვიხილავთ თავდაცვის შემდგომ თანამშრომლობას, ფრონტზე დაჭრილი ჩვენი მეომრების რეაბილიტაციასა და ასევე უკრაინის აღდგენას.
სამიტზე "უკრაინა+12" ფორმატში განვიხილავთ საერთაშორისო ძალისხმევას მშვიდობის დაახლოებისა და მშვიდობის ფორმულის განსახორციელებლად, ჩვენს ერთობლივ პასუხს პარტნიორებთან უსაფრთხოების გამოწვევებზე, ასევე თანამშრომლობას EU-სა და NATO-სკენ მიმავალ გზაზე", - წერს X-ზე ზელენსკი.