ვოლნიანსკში სამძებრო სამუშაოები დასრულებულია - დაშავებულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა

ვოლნიანსკში სამძებრო სამუშაოები დასრულებულია - დაშავებულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა

ქალაქ ვოლნიანსკში, რომელზეც რუსმა ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია. რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რაოდენობა 31-მდე გაიზარდა. დაშავებულებს შორის 8 ბავშვია. რამდენიმე ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

საგანგებოს ცნობით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე ლოკაციაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.