რუსეთში, ქალაქ ვოლგოგრადში ავიაგამანადგურებელი Су-34-ი ჩამოვარდა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, Су-34 გეგმური სასწავლო ფრენის შესრულების დროს ჩამოვარდა.
უწყების ინფორმაციით, ეკიპაჟმა კატაპულტირება მოასწრო - შესაბამისად არავინ დაშავებულა. ავიაგამანადგურებლის ვარდნის წინასწარი მიზეზი - ტექნიკური გაუმართაობაა.