სალომე ზურაბიშვილი, ჯერჯერობით, დუმს, ევროტურნე კი ბიძინა ივანიშვილის გუნდის მუქარის მიუხედავად ისევ გრძელდება. ოცნებამ ახსენა იმპიჩმენტი. მმართველ პარტიას 100 მანდატი არ აქვს, მაგრამ ცოტა ხნის წინ ვნახეთ, როგორ მოაგროვა კენჭისყრისთვის საჭირო 93 ხმა ქართულმა ოცნებამ პარლამენტში.