მედია: ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმებსა და პოლიციელებს სცემეს

მედია: ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმებსა და პოლიციელებს სცემეს

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმებსა და პოლიციელებს სცემეს. ინფორმაციას ინფო იმერეთი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ერთერთ კლინიკაში ნარკოტესტისთვის მოქალაქეები შეიყვანეს, მათ მიერ ნარკოტესტზე უარის თქმას კი დაპირისპირება ჯერ სამედიცინო პერსონალთან, შემდეგ კი პოლიციელებთან მოჰყვა.

მოგვიანებით, პოლიციამ მათი დაკავება მოახერხა.

"ამერიკულ ფილმში მეგონა თავი. თუ სადმე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და კრიმინალური პოლიციაა, ყველა ადგილზე იყო. სამართალდამცველებსაც ურტყამდნენ. შემდეგ კი ღამით, ვინც კი მორიგე პოლიციელი იყო, ყველა რომ მოვიდა, მათი დაკავება მოახერხეს", - ინფო იმერეთის ცნობით, ამბობს თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გაუვრცელებია.