შსს: საქართველოდან უცხო ქვეყნის 29 მოქალაქე გავაძევეთ

შსს: საქართველოდან უცხო ქვეყნის 29 მოქალაქე გავაძევეთ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 29 მოქალაქე გააძევეს.

მათი ინფორმაციით, ქვეყნიდან გააძევეს: ინდოეთის, განას, თურქეთის, ნეპალის, თურქმენეთის, ირანის, პაკისტანის და ლატვიის - ჯამში 29 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.