მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს არასრულწლოვნის მიმართ ძალადობაზე ბრალი წარუდგინეს

მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს არასრულწლოვნის მიმართ ძალადობაზე ბრალი წარუდგინეს

პროკურატურის ინფორმაციით, მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

უწყების ცნობით, 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.

მათი ინფორმაციით, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ქალს არასრულწლოვანი კედელთან ყავს მიმწყვდეული და მასზე ძალადობს.