Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში გამოიკითხა, თუ რა მხარდაჭერა ექნებოდა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების სხვადასხვა ვერსიას - როგორც სრულად გაერთიანების, ასევე არსებულზე უფრო მსხვილი კოალიციების პირობებში.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, პროევროპული ოპოზიციის გაერთიანების შემთხვევაში, მონაცემები ასე გადანაწილდა:
იმ შემთხვევაში, თუ სამთავრობო გუნდს დაუპირისპირდებოდა ერთი მხრივ "ერთიანობა" და "კოალიცია ცვლილებებისთვის", ხოლო მეორეს მხრივ, "ძლიერი საქართველო" და "გახარია - საქართველოსთვის", შედეგები ასე ნაწილდება:
ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთითა და დაფინანსებით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ "ედისონ რისერჩმა" ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა 1.09-15.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95% იანი სანდოობის ზღვრისთვის.