
კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ქვეყანა აშშ-ის საქონელზე დაწესებულ რამდენიმე საპასუხო ტარიფს მოხსნის და ვაშინგტონთან ახალი სავაჭრო და უსაფრთხოების შეთანხმების მიზნით მოლაპარაკებებს დაიწყებს.
მისი თქმით, ჯერჯერობით ძალაში დარჩება აშშ-დან შემოსული ავტომობილების, ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე დაწესებული ტარიფები.
კარნის განცხადებით, პოზიტიური სიგნალია ისიც, რომ აშშ აღარ გეგმავს ტარიფების დაწესებას კანადური პროდუქციის მიმართ, რომელიც შეესაბამება აშშ-მექსიკა-კანადის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას (USMCA).
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ქმნის პირობებს უფრო სტაბილური და უსაფრთხო ეკონომიკური ურთიერთობებისთვის.