ევროკავშირი უკრაინას დამოუკიდებლობის დღისთვის 4 მილიარდ ევროს გადასცემს

ევროკავშირი უკრაინას დამოუკიდებლობის დღისთვის 4 მილიარდ ევროს გადასცემს

უკრაინის დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავის წინ, ევროკავშირმა ქვეყანას 4,05 მილიარდი ევრო გამოუყო. აქედან 3,05 მილიარდი ევრო „Ukraine Facility“-ის მეშვეობით, ხოლო 1 მილიარდი – ევროკომისიის საგანგებო მაკრო-ფინანსური დახმარების სახით.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს დაფინანსება ხაზს უსვამს ევროკავშირის ურყევ სოლიდარობას უკრაინის მიმართ და ადასტურებს მის ვალდებულებას, ხელი შეუწყოს ქვეყნის აღდგენასა და დემოკრატიულ განვითარებას.

2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ, ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო დახმარების სახით ჯამში 168,9 მილიარდი ევრო გადასცეს.