მედია: კელოგი უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის კიევში ჩავა

მედია: კელოგი უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის კიევში ჩავა

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, კიტ კელოგი, კიევში მიემგზავრება უკრაინის დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავის აღსანიშნავად, – ამის შესახებ Reuters-ის ჟურნალისტი გრეჰემ სლეთერი X-ზე წერს.

„უკრაინის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი ხვალ მიემგზავრება კიევში, რათა მონაწილეობა მიიღოს ლოცვის საუზმესა და დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებში. ის ასევე ისაუბრებს ამ კვირის დიპლომატიურ აქტივობაზე ლიდერებთან,“ – აღნიშნა სლეთერმა.

ვიზიტი შედგება იმ ფონზე, როდესაც აშშ, უკრაინა და ევროპა კიევის უსაფრთხოების გარანტიებს ათანხმებენ.