ქარელში მამამ შვილს სცემა, იგი მას კაცზე დაქორწინებას აიძულებდა

ქარელში მამამ შვილს სცემა, იგი მას კაცზე დაქორწინებას აიძულებდა

ქარელში მამამ შვილ გოგოს სცემა. დაშავებული, ამ დროისთვის, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ირკვევა, რომ მამა შვილს არასასურველ კაცზე დაქორწინებას აიძულებდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

ცნობილია, რომ კაცი დაკავებულია.