
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის დანაყოფმა რუსული Orlan-ის ტიპის უპილოტო აპარატი ჩამოაგდო, რომელსაც ფრთებზე ორი FPV დრონი ჰქონდა დამაგრებული.
118-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინის სამხედროებმა „დედა დრონი“ გაანადგურეს – უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სხვა დრონებს ატარებს.
„მანამდე მდევართა ოცეულის მფრინავებს უკვე ჩამოგდებული ჰქონდათ რუსული სადაზვერვო აპარატები – Orlan, Zala და Supercam, თუმცა ახლა შევძელით დედა დრონის განადგურება,“ – ნათქვამია ბრიგადის განცხადებაში.