ბუნდოვანება და ეჭვები ანაკლიის პორტის მშენებლობის გარშემო. ამერიკის მიერ სანქცირებულია იმ ჩინურ კონსორციუმში შემავალი კომპანია, რომელსაც ოლიგარქის მთავრობა სტრატეგიულ ობიექტს ანდობს. უცნობია, ჩადებს თუ არა ინვესტიციას ჩინური მხარე. გარდა ამისა, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ოლიგარქის მიერ ანაკლიიდან დასავლური კომპანიების გაშვების შემდეგ, პორტი რეალურად რუსეთის ინტერესს მოემსახურება