მიღება ამერიკის საელჩოში, რომელმაც საზოგადოებაში კითხვები დატოვა. რატომ არ ესწრებოდა ღონისძიებას სალომე ზურაბიშვილი? პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტებებს არ აკეთებს. ამასთან ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად იმყოფებოდნენ რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები, მშვიდობიანი აქციის დარბევაზე პასუხისმგებელი ძალოვნები, ანტიამერიკული პოლიტიკით გამორჩეული კობახიძე, რომელსაც სიტყვა წელს არ მიეცა. უცნობია, რატომ გამოტოვა პარლამენტის თავმჯდომარემ წლევანდელი მიღება. ცხადია, კითხვები სანქციების კონტექსტშიც ჩნდება.