გახარიას პარტია ქართული ოცნების პარლამენტში შედის

გახარიას პარტია ქართული ოცნების პარლამენტში შედის

პარტია გახარია საქართველოსთვის ბოიკოტს წყვეტს და ქართული ოცნების პარლამენტში შედის. ეს ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ თქვა.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ პარლამენტის ბოიკოტმა შედეგი ვერ გამოიღო და ოპოზიცია "ფაქტობრივად გააქრო".

"ვიწყებთ ხალხისთვის განკუთვნილი ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისა და პლატფორმის ხალხის სამსახურში დაბრუნებას., ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოები მუნიციპალურ დონეზე საკრებულოები და ეროვნულ დონეზე პარლამენტი არ ეკუთვნის ოცნებას და ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს. [...]

პარლამენტის და საკრებულოების ტრიბუნების არ გამოყენება განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში არამხოლოდ შეცდომაა, არამედ დანაშაულია ქვეყნის და ხალხსის წინაშე"- თქვა შარაშიძემ.