ფორმულას ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს

ფორმულას ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს

ფორმულას ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ქეთა ციცქიშვილი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს.

ქართული ოცნების პოლიციის მისვლის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.

"ჩემამდეც მოვიდნენ ! მომაკითხეს მილიციელებმა ! რო გონიათ ან მე შემეშინდება ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ან ჩემს რომელიმე მეგობარს ! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ.

p.s დე-მა, ბებო/ბაბუ, არ ინერვიულოთ"- წერს ციცქიშვილი.

ქართული ოცნების პოლიციამ 19 ოქტომბერს ფორმულას კიდევ ერთი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია გზის გადაკეტვით დააკავა. მას 6-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.