ვენსი ზელენსკის: ტრამპის ცუდად მოხსენიება ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის საშინელი გზაა

ვენსი ზელენსკის: ტრამპის ცუდად მოხსენიება ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის საშინელი გზაა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ "დონალდ ტრამპი რუსეთის მიერ შექმნილ დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს".

Daily Mail-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ აშშ-ის პოლიტიკა არ ეფუძნება რუსულ დეზინფორმაციას.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი "გააფრთხილა", რომ დონალდ ტრამპიმის საჯაროდ ცუდად მოხსენიება "მხოლოდ უკურეაქციას გამოიწვევს".

"იდეა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი აპირებს პრეზიდენტის აზრის შეცვლას საჯარო მედიაში მისი ცუდი მოხსენიებით, ყველა, ვინც პრეზიდენტს იცნობს, გეტყვით, რომ ეს არის ამ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის საშინელი გზა", - თქვა მან.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის საკითხზე "ცუდ რჩევებს იღებდა".