
ვაშინგტონი – აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთი „ძალიან ბევრს ითხოვს“ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად.
ვენსმა ეს კომენტარი გააკეთა ვაშინგტონში, მიუნხენის ლიდერთა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, რუსეთმა უარი თქვა აშშ-ის წინადადებაზე 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რაც ახლა თეთრ სახლს აიძულებს იმუშაოს გრძელვადიან შეთანხმებაზე. მოსკოვის განცხადებით, დროებითი ზავი მის სტრატეგიულ ინტერესებში არ შედის, რადგან ის უკრაინას ხელახლა კონსოლიდაციის საშუალებას მისცემდა.
„რუსეთი ითხოვს კონკრეტულ პირობებს, კონკრეტულ დათმობებს, რათა ომი დაასრულოს. ჩვენი აზრით, ისინი ზედმეტ მოთხოვნებს აყენებენ,“ — განაცხადა ვენსმა.