
TV Trialeti-ს ინფორმაციით, ქარელის ცენტრში სროლა იყო.
მედიის თანახმად, უცნობმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ავტომობილი დაცხრილა.
მათივე ცნობით, ავტომობილს, სულ მცირე, 5 ტყვია აქვს მოხვედრილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებილა, ხოლო დამნაშავე სავარაუდოდ დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მომხდარზე ერთი ადამიანი დააკავა.