ვენეციის კომისია საქართველოში რუსულ კანონთან დაკავშირებით სასწრაფო დასკვნას ამზადებს.
ვენეციის კომისიის ინფორმაციით, დელეგაცია დასკვნის მოსამზადებლად დაინტერესებულ მხარეებთან ონლაინ-შეხვედრებს მართავს. დასკვნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თხოვნის (15 აპირილს მიმართა) საფუძველზე მზადდება.
"ვენეციის კომისიის დელეგაცია 29 აპრილს შეხვდა სახალხო დამცველსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ხოლო 2 მაისს შეხვედრა გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინმედიისა და მაუწყებლების წარმომადგენლებთან. ასევე 2 მაისს დაგეგმილი იყო დელეგაციის ონლაინ შეხვედრა საპარლამენტო ფრაქციებთან და დამოუკიდებელ დეპუტატებთან. დასკვნა გადაუდებელი პროცედურით ვენეციის კომისიის რეგლამენტის მე-14 ა მუხლის შესაბამისად მზადდება და უახლოეს კვირებში გამოქვეყნდება, რათა პარლამენტმა კანონის მიღებამდე მისი განხილვა შეძლოს", - წერია ვენეციის კომისიის განცხადებაში.