ვაზისუბანში მანქანა მოცურდა და ხევში გადავარდა - შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი ადგილზე დაიღუპა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.