უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურ დირექტორს, რაფაელ გროსს ესაუბრა.
"სატელეფონო საუბრისას ვაცნობე IAEA-ს გენერალურ დირექტორს რაფაელ გროსს კახოვკა ჰესის კაშხალზე რუსული ტერორისტული აქტის მასშტაბური შედეგების შესახებ. ჩვენ განვიხილეთ გზები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებისთვის რისკების შესამცირებლად. შევთანხმდით ბატონი გროსის უკრაინაში ვიზიტზე", - წერს ზელენსკი Twitter-ზე.
In a phone call, I informed IAEA Director General @rafaelmgrossi about the large-scale consequences of the Russian act of terrorism at the Kakhovka HPP dam. We discussed ways to minimize risks to #ZNPP security. Agreed on Mr. Grossi's visit to Ukraine.
***
დღეს რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. სადგურის განადგურებაში რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს.
ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ პროკუდინის თქმით, "ახლა ზუსტდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო ადგილები".
მისივე თქმით, სახიფათო ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. პროკუდინმა, ასევე, აღნიშნა, რომ წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს.