ვაშლიჯვარში მიწა გასკდა - ბროწეულის და იასამნის კვეთაზე ნაპრალებია გაჩენილი.
გამსკდარი მიწის ადგილას 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმებოდა.
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შესაბამის სამსახურებს მიმართეს, მაგრამ მათი თქმით, კონტაქტზე არავინ გამოსულა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ადგილზე, სადაც ნაპრალები გაჩნდა, მაისის თვეში კომპანია გელოვან დეველოპმენტმა სამუშაოები დაიწყო, თუმცა ამ დროისთვის სამუშაოები არ მიმდინარეობს - კომპანიამ ტექნიკა გაიყვანა და ტერიტორია დატოვა.
ირკვევა, რომ კომპანია ახლა 30 ათასი ლარითაა დაჯარიმებული. მათ მერიის შესაბამისმა სამსახურებმა დააკისრეს პასუხისმგებლობა. უნდა ჩატარდეს ადგილზე ექსპერტიზა, რომელი დაადგენს არის თუ არა სამუშაოების გაგრძელება შესაძლებელი.
კომპანია, რომელიც ვაშლიჯვარში სამუშაოებს ახორციელებდა პირდაპირ კავშირშია კომპანია არქისთან.
ამ კორპუსის პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციას არქი საკუთარ Facebook-ის გვერდზეც წერდა.
"უნდა მოვიდნენ სპეციალისტები და შეამოწმონ, გვემუქრება თუ არა საფრთხე. აქტიური ფერდია, კომპანია ტყუილად არ გააჩერებდა სამუშაოებს და არ გაიყვანდა ტექნიკას უნდა ჩაერთოს ყველა მხარე, რომ განვსაზღვროთ რისკის დონე და თავი დავიზღვიოთ, რომ ტრაგედია არ დატრიალდეს"- აცხადებს ადგილობრივი.