ვაშინგტონმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 6 მილიარდი დოლარი გამოყო.
ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რამშტეინის ფორმატში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს NASAMS-ისა და Patriot-ის სისტემების კრიტიკული ჩარევის შესაძლებლობებს, მეტ დრონებსა და სხვა აღჭურვილობას, დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვებსა და რაკეტებს", - აცხადებს ოსტინი.
მანამდე, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა თქვა, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის დამატებით 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოყოფს.