ვაშაძე: ვიზიარებ პრეზიდენტის პოზიციას - შემდეგი 24 საათი ისევ აქ ვართ და ბრძოლას ვაგრძელებთ

ვრჩებით აქ. შემდეგი 24 საათი ისევ აქ ვართ და ვაგრძელებთ ბრძოლას დიდ გამარჯვებამდე. სრულად ვიზიარებ პრეზიდენტის პოზიციას - არჩევნებს არ აქვს აღიარება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, არც ოპოზიციას და არც პრეზიდენტის მხრიდან... ჩვენი ბრძოლა იქნება ბოლომდე, რომ გაიმარჯვოთ თქვენ, ქართველმა ხალხმა და იცოდეთ, რომ ყოველთვის, ყველა ნაბიჯს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით... ჩვენ მოგვიწევს სხვა ტიპის გადაწყვეტილებების მიღებაც, რომელსაც პერიოდულად გაცნობებთ.... ნელნელა ეს პროტესტი უნდა მოედოს მთელ საქართველოს. დღევანდელი ღამეც, ყველანი ერთად ვართ აქ.

განაცხადა ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

*პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას გეგმა გააცნო. როგორც პრეზიდენტმა თქვა, უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, დაკომპლექტდეს ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე შეიქმნას საარჩევნო დავებისთვის სპეციალური სასამართლო და მოხდეს საარჩევნო კოდექსის ცვლილებაც.