ვაშაძე: უპირატესობა იმდენად დიდია, ვერაფერს შეძლებს ოცნება, ისინი დამარცხებული არიან

ეს გამარჯვება არის იმ დიდი ისტორიის ნაწილი, რომელიც ჩვენს სამშობლოს აქვს. დღეს ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა. დღეს ქართველმა ხალხმა თქვა, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროინტეგრაცია. ჩვენ უარი ვუთხარით იზოლაციას და იზოლაციონალისტებს და აუცილებლად ამ გამარჯვებას ჩავაბეტონებთ ამაღამ ყველა საარჩევნო უბანზე.

მე მინდა მივულოცო ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს, ყველას, ვინც ბარიერი გადალახა. რა თქმა უნდა, ჩვენ მათთან ერთად ჩამოვაყალიბებთ კოალიციურ მმართველობას, რომელიც უსწრაფესად შეიყვანს სქართველოს ევროკავშირში და პირობას გაძლევთ, ყველანი ვიცხოვრებთ ღირსეულად ამ ქვეყანაში, რომელიც სულ მალე ევროკავშირის წევრი გახდება და ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხებთ ყველა პრობლემას, რაც გვაქვს ამ, ქვეყანაში.

მინდა მივმართო საარჩევნო უბნებზე ადამიანების იმ დიდი არმიას, რომლებიც ახლა იქ არიან. ახლა მნიშვნელოვანია დავიცვათ ყველა ხმა. ცხელი ხაზი მუშაობს, პროგრამები ჩართულია, ყველამ ვიცით როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რომ ყველა მონაცემი იყოს დაცული და ყველა ხმა იყოს დაცული, რათა საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ. უპირატესობა იმდენად დიდია, ვერაფერს ვერ შეძლებს ქართული ოცნება და ისინი დამარცხებული არიან ამ არჩევნებში.

განაცხადა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.