ვაშაძე პრეზიდენტთან შეხვედრაზე: შევთანხმდით პლატფორმაზე, გვექნება ერთიანი სამოქმედო პროცესი

ვაშაძე პრეზიდენტთან შეხვედრაზე: შევთანხმდით პლატფორმაზე, გვექნება ერთიანი სამოქმედო პროცესი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ როგორც სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თქვა, ისინი შეთანხმდნენ საერთო პლატფორმაზე, სადაც მუდმივად ექნებათ ერთიანი სამოქმედო პროცესი.

ვაშაძის თქმითვე, გაკეთდება იმ ადამიანების სიები, რომლებიც დანაშაულებრივი სისტემის დავალების შემსრულებლები არიან. ვაშაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე დასავლელ პარტნიორებთან იმუშავებენ.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრა იყო პოზიტიური.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ გარკვეულწილად ეს ფორმატი იქნება, რომელსაც გინდათ პლატფორმა უწოდეთ და სადაც სისტემურად, ყოველკვირეულად, ან ორ კვირაში ერთხელ შეხვედრა იქნება და შევაჯერებთ პოზიციებს, რაც არის ძალიან კარგი. ჩვენს ერთიან ქმედებებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ამ უმძიმეს ბრძოლაში გამარჯვება მოვიპოვოთ და ვფიქრობ, რომ საზოგადოების მოთხოვნაც ესაა.

ვისაუბრეთ მომავალ კვირაში ევროპარლამენტში მიმდინარე საკითხებზე, რომელიც საქართველოს შეეხება. ასევე მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილი მიემგზავრება. შევთანხმდით ერთ საკითხზე, რომ ჩვენ უკვე ერთობლივად გავაკეთებთ იმ ადამიანების სიებს, რომლებიც დანაშაულებრივი სისტემის დავალების შემსრულებლები არიან. იქნება ეს გამომძიებელი, მოსამართლე, ცრუ მოწმე, სხვადასხვა მტკიცებულებების გამყალბებლები. გვაქვს მტკიცებულებები მოგროვებული.

შევაჯერებთ ამას და ჩვენს პარტნიორებთან გვექნება ამ სახელობითი სიებით მუშაობა იმისთვის, რომ მათი სანქცირება, გადაადგილების შეზღუდვები და სხვადასხვა საკითხები თავისი მტკიცებულებებით.

სიაში შევა ყველა ადამიანი, ვინც ჩართულია უკანონო დავალებების შესრულებაში. მაგრამ ამ შეხვედრიდან პოზიტიურია ის, რომ შევთანხმდით საერთო პლატფორმაზე, სადაც მუდმივად გვექნება ერთიანი სამოქმედო პროცესი"- თქვა ვაშაძემ.