ვაშაძე კობახიძეს: მარცხის გეშინიათ, არჩევნებს წააგებთ და ათას სიგიჟეს იგონებთ

კობახიძეს მინდა მივმართო - რატომ ხართ პანიკაში? ყოველდღიურად რას თხზავთ? სიმართლე უთხარით ხალხს, მარცხის გეშინიათ, არჩევნებს წააგებთ და ათას სიგიჟეს იგონებთ.

თქვენი მხარდაჭერა 20%-ზე მეტი არ იქნება. რაც ხალხს აწუხებს, იმაზე ისაუბრეთ. ოპოზიციაში გადახვალთ და ხალხი თქვენგან გათავისუფლდება.

პლატფორმა ერთიანობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც მან ოპოზიციის ლიდერებზე "თავდასხმის რისკებსა" და ივანიშვილის "უსაფრთხოების" საკითხზე ისაუბრა.