ვაშაძე: ივანიშვილს მინდა ვუთხრა: შენი დრო დამთავრდა, იმარჯვებს ხალხი და მივდივართ ევროპისკენ

26 ოქტომბერს ძალიან კონკრეტული არჩევანია და ძალიან მარტივი - ჩვენ მოგვაქვს კეთილდღეობა, მათ მოაქვთ იზოლაცია, ჩვენ მოგვაქვს ევროკავშირი, მათ მოაქვთ უბედურება, ჩვენ მოგვაქვს მომავალი, მათ მოაქვთ წარსული, ჩვენ მოგვაქვს განვითარება, მათ მოაქვთ განუვითარებლობა, ჩვენ მოგვაქვს სიკეთეები დიდი, მათ კი მოაქვთ კორუფცია და ჭაობი. ამიტომ, უნდა გავიმარჯვოთ ჩვენ. 26 ოქტომბერს დასრულდება ეს უბედურება, რაც ახლა საქართველოში ხდება. გამარჯვებამდე ცოტაა დარჩენილი. ივანიშვილს მინდა ვუთხრა: "შენი დრო დამთავრდა ამ ქვეყანაში, იმარჯვებს ხალხი და მივდივართ ევროპისკენ".

26 ოქტომბერს ვიშორებთ ქართულ ოცნებას და უსწრაფესად ვიწყებთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, ვიხსნით წვდომას 14-მილიარდიან ფონზე, ვიწყებთ უამრავ პროექტებს რაც გვაქვს, ვანულებთ საპენსიო სესხებს, ვზრდით პენსიებს - პენსიონერებისთვის, ვეტერანებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ვიწყებთ მასშტაბური პროექტების განხორციელებას ქვეყანაში - ვამთავრებთ ცენტრალურ მაგისტრალს, ვიწყებთ ლაზიკის პროექტის დიდი აღმშენებლობის პროექტს, ვაფართოებთ ქუთაისის და თბილისის აეროპორტებს, ვიწყებთ პირდაპირ ფრენებს ევროკავშირში, ვქმნით სამუშაო ადგილებს, სადაც მინიმუმ 1 500 ლარი, საშუალოდ კი 3 500 ლარი იქნება ხელფასი... ყველა რეგიონში იქნება საწარმო, რომელშიც ქართველი ხალხი იქნება ღირსეულად დასაქმებული. ყველა სოფელში მივა გზა, წყალი და სწრაფი ინტერნეტი... 4 წელიწადში გპირდებით დავამორცხვებთ სიღარიბის საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ...

განაცხადა ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კოალიციის მიერ ორგანიზებულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე.