ვაშაძე: გამარჯვების შემდეგ, 1-ლი დეკემბრისთვის ყველა საპენსიო სესხი განულდება

384 000 -ზე მეტი პენსიონერი იხდის საპენსიო სესხს, იხდის ვალს ლიბერთი ბანკის კაბალურ პირობებში, ყოველთვიურად მათ უწევთ 70-80-90 ლარის გადახდა საკუთარი ისედაც მცირე პენსიიდან, ამიტომ, ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, 1-ლი დეკემბრისთვის, ყველა საპენსიო სესხი განულდება, არცერთ პენსიონერს არ მოუწევს ლიბერთი ბანკისთვის ამ ფულის გადახდა. წლებია ამ საკითხზე ვიბრძვით, მაგრამ ოცნება სცალია ყველაფრისთვის, არ სცალია პენსიონერებისთვის.

პენსიონერებო, ჩემო ძვირფასებო, თქვენ 1-ლი დეკემბრიდან აღარ მოგიწევთ საპენსიო სესხის პროცენტის გადახდა, ის 70-80-90 ლარი დაგრჩებათ თქვენ და აღარ მოგიწევთ ამის გადახდა. რაც შეეხება ლიბერთი ბანკს, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ, პენსიონერების ძარცვას შევაჩერებთ და ამ მძარცველ ბანკს აუცილებლად გავაცემინებთ პასუხს იმ მძიმე პირობებისთვის, რაც პენსიონერებს შეუქმნეს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს 1000 ლარიანი პენსია, რომელსაც მივაღწევთ ევროკავშირიდან 14 მლრ დაფინანსების მოზიდვის შემდეგ და უფასო მედიკამენტები ყველა პენსიონერს.

საპენსიო სესხი განულდება პირველ დეკემბერს, 1000 ლარიანი პენსია იქნება საქართველოში და მესამე, მედიკამენტები იქნება უფასო ყველა პენსიონერისთვის, ანუ ის მედიკამენტები, რომელთაც თქვენ გამოგიწერთ ექიმი, აღარასდროს პენსიონერს წამალსა და საკვებს შორის არჩევანის გაკეთება აღარ მოუწევს.

ამბობს ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიორგი ვაშაძე.