ვაშაძე: აშშ-ის შეთავაზების პაკეტი იმ სარგებლის მხოლოდ დასაწყისია, რასაც ივანიშვილი ეღობება

აშშ-ს შეთავაზების პაკეტი "Megobari" საქართველოსთვის, რომელიც გულისხმობს სავიზო რეჟიმის გამარტივებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას, არის მხოლოდ დასაწყისი იმ უდიდესი სარგებლისა, რასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი ეღობება.

თუ ჩვენ დავამარცხებთ “ქართულ ოცნებას”, საქართველოს ექნება წარმოუდგენლად დიდი შესაძლებლობა თავისუფალ სამყაროში.

ეს არის ნამდვილი მეგობრული აქტი, რომელიც შეეხება თითოეულ ქართულ ოჯახს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ამ პერსპექტივისა და შესაძლებლობის დაკარგვის უფლება არ გვაქვს! ბრძოლა ბოლომდე!

არა რუსულ კანონს! არა რუსულ რეჟიმს!კი ევროპას! კი ამერიკას! კი საქართველოს გამარჯვებას!

წერს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე.

POLITICO-მ კონგრესმენ ჯო უილსონის კანონპროექტი მოიპოვა, რომელიც აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება რუსულ კანონზე უარს იტყვის.