ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, არჩევნებში მათი გამარჯვება უვიზო მიმოსვლას აშშ-სთან, მეტ ამერიკულ ინვესტიციასა და მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს.
მისი განცხადებით, აშშ-სთან ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელია.
"ამერიკასთან ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია, ეს არის ჩვენი დასკვნა მრავალი შეხვედრის შემდეგ, რომელიც გვქონდა კონგრესთან, სენატორებთან, ბიზნეს წრეებთან.
უფრო მეტიც, ჩვენი ერთიანობის, ხუთი ნომრის გამარჯვება პირდაპირ ნიშნავს უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან, მეტ ამერიკულ ინვესტიციას, მეტ სამუშაო ადგილს, დიდ ბრენდებს, რომელსაც შემოვიყვანთ საქართველოში და ძლიერ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორის აშშ-სთან ერთად.
მიმდინარე კვირაში კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა გვექნება მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან და ჩვენს პარტნიორ სენატორებთან იმისთვის, რომ შევძლოთ საქართველოს და აშშ-ს მჭიდრო კავშირების აღდგენა", - თქვა ვაშაძემ.