ვაშაძე: 12 პუნქტის საბოტაჟის ნაცვლად, ქართულმა ოცნებამ 12 პუნქტი უნდა შეასრულოს

ძალიან მკაფიოა ჩვენი ევროპელი პარტნიორების პოზიცია. კარი ნამდვილად ღიაა საქართველოსთვის. პოლიტიკური გადაწყვეტილება არის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. უბრალოდ, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ უნდა გადადგას კონკეტული ნაბიჯები. ტყუილი, ცრუ რეფორმები, 12 პუნქტის ცრუ, ვითომ ფეიკური შესრულება არავისთვის მისაღები არ არის. 12 პუნქტის საბოტაჟის ნაცვლად, ქართულმა ოცნებამ 12 პუნქტი უნდა შეასრულოს. ქართულ საზოგადოებას, სამოქალაქო სექტორს, ყველას უკვე არჩევანი გაკეთებული გვაქვს. მაქსიმუმი რაც შეგვეძლო და შეგვიძლია ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ჯერი თავიდან ბოლომდე არის ქართულ ოცნებაზე.

განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.