"ვარკვევთ" - TBC და BOG გელავასა და ბუზიაშვილის საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე

"ვარკვევთ" - TBC და BOG გელავასა და ბუზიაშვილის საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე

საქართველოს ბანკსა და თიბისიში აცხადებენ, რომ ატლანტიკური საბჭოს მკვლევრებისთვის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავასთვის საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეჩერების შესახებ ინფორმაციას არკვევენ.

ფორმულამ დეტალების დასაზუსტებლად ორივე ბანკში დარეკა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ატლანტიკური საბჭოს მკვლევრების სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის ანგარიშები და ბარათები გაჩერებულია. ამის შესახებ ინფორმაცის გელავას ქმარი, პოლიტიკოსი გიორგი ნონიაშვილი ავრცელებს.

ნონიაშვილის ცნობით, რომ გუშინ საღამოს შემდეგ ამ საკითხს ბანკებთან არკვევენ, თუმცა პასუხი არ აქვთ. მისივე თქმით, გელავასა და ბუზიაშვილის ანგარიშებს ოფიციალურად ყადაღა არ ადევთ ვარაუდობს, რომ ანგარიშებზე წვდომა უსაფუძვლოდ და უკანონოდაა შეზღუდული.

24 ოქტომბერს სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ჩხრეკაზე მივიდნენ და ახსნა-განმარტების გარეშე ბინიდან კომპიუტერული ტექნიკა წამოიღეს.