ვარჰეი: სამძიმარს ვუცხადებ შოვში დაღუპულთა ოჯახებს, ვლოცულობთ ქართველ ხალხთან ერთად

ვარჰეი: სამძიმარს ვუცხადებ შოვში დაღუპულთა ოჯახებს, ვლოცულობთ ქართველ ხალხთან ერთად

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი სამძიმარს უცხადებს შოვში, მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

"სამძიმარს ვუცხადებ შოვში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ვიმედოვნებ, რომ სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციები წარმატებით ჩატარდება. ჩვენ ვლოცულობთ ქართველ ხალხთან ერთად", - წერს Twitter-ზე ევროკომისარი.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა.

სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.