
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად მოკლულია ჰეზბოლას მეთაური მოჰამედ ჰასან კუტანი.
უფრო კონკრეტულად, კუტანი ლიბანის სამხრეთში, ბინტ ჯბეილის რაიონში ჰეზბოლას პერსონალის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
მათივე ცნობით, იგი მონაწილეობდა ჰეზბოლას სამხედრო შესაძლებლობების აღდგენისა და ახალი პერსონალის რეკრუტირების პროცესში.
IDF-ში აცხადებენ, რომ მისი ქმედებები "ისრაელსა და ლიბანს შორის არსებული შეთანხმების აშკარა დარღვევას წარმოადგენს."